შალვა პაპუაშვილი: სამართლის უზენაესობა თუ კარგია ვაშინგტონში, ბერლინსა და ერევანში, ასეთივე კარგი უნდა იყოს თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის

“თუკი ანტიკონსტიტუციურია პარტია, ის უნდა გამოცხადდეს ანტიკონსტიტუციურად, თუკი დამნაშავეა ადამიანი ის უნდა იყოს ციხეში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სომხეთში წინასაარჩევნოდ რამდენიმე ათეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს და ევროკავშირს ამ ფაქტზე არანაირი რეაგირება არ ჰქონია.

„თუკი სისხლის სამართლის საქმეა საწარმოებელი, იქ უნდა აწარმოო სისხლის სამართლის საქმე. შეგახსენებთ, რომ ჩვენ თავპირი დაგვამტვრიეს იმის გამო, რომ ნიკა მელია აღმოჩნდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წინასწარი პატიმრობის პირობის დარღვევის გამო 2021 წელს. ამის გამო სკანდალი მოაწყვეს, სანამ არ გამოიყვანეს იქიდან. ევროკავშირმა გადაუხადა გირაო, რომ გარეთ გამოეყვანათ. სტრასბურგამდე მივიდა ეს საქმე და მათ თქვეს, რომ მატყუარა იყო ბრიუსელი და მართალი იყო ქართული მართლმსაჯულება.

თუ ვინმე დასაჭერია და დანაშაული აქვს ჩადენილი უნდა დაიჭირონ. ამას ჰქვია სამართლის უზენაესობა. სამართლის უზენაესობა თუ კარგია ვაშინგტონში, ბერლინსა და ერევანში, ასეთივე კარგი უნდა იყოს თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის. თითოეული ამ სისხლის სამართლის საქმის უკან დგას პროკურატურის ბრალდება და სტრასბურგის პრაქტიკა, რომელიც ადასტურებს ქართული მართლმსაჯულების სისწორეს და პარტიებთან მიმართებით დგას საკონსტიტუციო სარჩელი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები