“ჩვენ გვყავს ამ ქვეყნის განვითარების მტრები ევროპაში, სამწუხაროდ, რომლებსაც პირდაპირ სურთ, დააზიანონ ჩვენი ქვეყანა” – პაპუაშვილი
“ჩვენ გვყავს ამ ქვეყნის განვითარების მტრები ევროპაში, სამწუხაროდ, რომლებსაც პირდაპირ სურთ, დააზიანონ ჩვენი ქვეყანა”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა რეზოლუციას, რომლის განხილვასაც ევროსაბჭო გეგმავს.
“ეს მტრული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს პირველ რიგში ბრიუსელმა. ეს მის ხელშია, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტრული პოლიტიკა შეწყდეს.
როდესაც ბრიუსელი კანდიდატი ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებს მტრულ ნაბიჯებს, ეს არ ჯდება არანაირ ვალდებულებებში, რომელიც თავის მხრივ აქვს აღებული ბრიუსელს ქართველი ხალხის წინაშე იმით, რომ ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება. ამიტომ მტრული პოლიტიკის გატარება ასოცირების შეთანხმების პირობებში, არის თავად ასოცირების შეთანხმების დარღვევა და საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის უპატივცემულობა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს მტრული პოლიტიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეწყდეს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.