სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კენჭისყრის შედეგები ყველა, 2005 საარჩევნო უბანზე დაითვალა.
წინასწარი მონაცემებით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველმა პარტიამ “სამოქალაქო შეთანხმება” ხმების 49.81% მოიპოვა.
ცესკოს ინფორმაციით, მეორე ადგილზე ოპოზიციური ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ გავიდა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 23.29% მიიღო.
სომხეთის კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტში მოსახვედრად პარტიებმა და ბლოკებმა საარჩევნო ბარიერი უნდა გადალახონ. საბოლოო შედეგები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ყველა საჩივრისა და პროცედურის დასრულების შემდეგ გამოცხადდება.
შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 7 ივნისს ჩატარდა. მასში თექვსმეტი პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობდა.