მათიკაშვილი – ოპოზიციაზე: იბრძვიან პირველობისთვის იქ, სადაც აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის პირველი და ვინ მეორე

“რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკურ განულებამდე არაფერი უკლია. ისინი, პრაქტიკულად, ერთმანეთზე არიან გადამტერებულნი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.

როგორც მათიკაშვილი ამბობს, ოპოზიციონერები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ “საკუთარი რეალური, ნეგატიური სახე კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაანახონ საზოგადოებას”.

“იბრძვიან პირველობისთვის იქ, სადაც აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის პირველი და ვინ მეორე, რამეთუ ეს რადიკალური პოლიტიკური ძალა არაფრის გამკეთებელია და რეალური შედეგის მომტანი არ არის”, – აღნიშნავს მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები