შალვა პაპუაშვილი: ძალიან კარგად ვიცით, რომ სხვადასხვა შეხვედრაზე საელჩოებსა, თუ უცხოელებთან, თუ როგორ იხვეწებიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მიიღონ დაფინანსება სხვადასხვა ქვეყნიდან

“ეს ქვეყანა პატარაა და არცერთი ამბავი არ იმალება. ძალიან კარგად ვიცით სხვადასხვა შეხვედრაზე საელჩოებსა, თუ უცხოელებთან შეხვედრებზე როგორ იხვეწებიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ მიიღონ დაფინანსება სხვადასხვა ქვეყნიდან”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მარტივად ჩანს, რომ ისინი არ იბრძვიან ქართველი ხალხის ხმების მოსაპოვებლად, ისინი იბრძვიან უცხოელების სიმპათიის და ფულის მოსაპოვებლად.

„საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ პარტიებთან. სწორედ ამიტომ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ამის დასადგენად. როდესაც პარტიები ამოვარდნილები არიან კონსტიტუციური პრინციპებიდან, გადაქცეულები არიან არასისტემურ ჯგუფებად, იქ უკვე ყველაფერი ამგვარი ხდება. აურზაური სულ იქნება მანამ, სანამ ჩვენ შევეგუებით, რომ საქართველოში კონსტიტუციის მტერი პარტიები იქნება. მთავარი, ვისაც ეს ხალხი [ოპოზიცია] ღალატობს, ე.წ. ალიანსის წევრები, ეს არის საქართველო.

მარტივად ჩანს, რომ ისინი არ იბრძვიან ქართველი ხალხის ხმების მოსაპოვებლად, ისინი იბრძვიან უცხოელების სიმპათიის და ფულის მოსაპოვებლად. ეს ქვეყანა პატარაა და არცერთი ამბავი არ იმალება. ძალიან კარგად ვიცით სხვადასხვა შეხვედრაზე საელჩოებსა, თუ უცხოელებთან შეხვედრებზე როგორ იხვეწებიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ მიიღონ დაფინანსება სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს არის ბრძოლა უცხოური დაფინანსებისთვის. პირდაპირ ლანგრით სთავაზობენ საქართველოს და ვიცით რა პირობებს აძლევენ, რომ თუ ხელისუფლებაში მოვლენ, ვის რას დაუთმობენ. ეს არის ჩვეულებრივად ქვეყნის გაყიდვა პირდაპირ ეთერში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები