“ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ნიკოლ ფაშინიანს და მის პარტიას, პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ გუშინ მიულოცა მას წარმატებული არჩევნები” – შალვა პაპუაშვილი

“ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ნიკოლ ფაშინიანს და მის პარტიას, პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ გუშინ მიულოცა მას წარმატებული არჩევნები”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.

როგორც მან განმარტა, მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა, რომელსაც მარტო საქართველო ვერ უზრუნველყოფს.

“მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად რეგიონში ყველა იყოს მოწადინებული და ნიკოლ ფაშინიანის დაპირება სწორედ ეს იყო მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა სომხეთისთვის, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს მშვიდობას რეგიონისთვის. ეს თავის მხრივ წაადგება ამ რეგიონის თითოეული ქვეყნის სახელმწიფოს და ერის კეთილდღეობას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები