მკვლელობა კახეთში – კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა

კახეთში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში მოხდა.

ადგილობრივების თქმით, კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, შემდეგ კი მის ამჟამინდელ ქმარს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა და მოკლა.

დაჭრილი ქალი საგარეჯოში, კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19 -109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები