ავდიივკასთან ინტენსიური ბრძოლები გრძელდება – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული არმია აქტიურ შეტევას აგრძელებს და ავდიივკასთან გამაგრებული ტერიტორიის გარღვევას ცდილობს.

გენერალური შტაბი იტყობინება, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ავდიივკას პერიმეტრზე უკრაინელმა სამხედროებმა 23 თავდასხმა მოიგერიეს.

სამხედრო ბლოგერები ასევე არ იუწყებიან რუსების რაიმე მნიშვნელოვან წინსვლას ავდეევკას რაიონში.

ასევე, რუსული არმია აქტიურად ცდილობს კონტრშეტევას აღმოსავლეთ ფრონტის სხვა მონაკვეთებზეც: ბახმუტის რაიონში, ბოლო 24 საათში 28 შეტევა იყო; კრემენნაიადან ლიმანამდე 12 შეტევა იყო და მარინკას რაიონში 9 თავდასხმა მოხდა.

გენშტაბის მტკიცებით, ყველა იერიში მოგერიებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები