“ომის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინას 1 მილიარდი დოლარის ღირებულების მარცვლეული მოჰპარა” – უკრაინის პრემიერი

​უკრაინაში 2022 წელს ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან 1 მილიარდი დოლარის ღირებულების მარცვლეული მოიპარა.

ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიჰალმა „მარცვლეული უკრაინიდან“ ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, „ოკუპანტებმა მოამზადეს ტექნიკური საშუალებები ოკუპირებული ტერიტორიებიდან ყოველდღიურად 12 ათასი ტონა მარცვლეულის მოპარვისა და ექსპორტისთვის”.

ამავე დროს, პოლიტიკოსმა თქვა, რომ ქვეყანა ისევ იქნება გლობალური სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი.

„უკრაინაში მოსავლის ამჟამინდელი პროგნოზი – 79 მილიონ ტონაზე მეტია. ეს 10%-ით მეტია ვიდრე შარშან შეგროვდა. შიდა საჭიროებისთვის შეგროვებული მარცვლეულის 25% საკმარისია. დანარჩენი შეგვიძლია გავგზავნოთ იქ, სადაც შიმშილის საფრთხეა“, – განაცხადა შმიგალმა.

უკრაინის პრემიერმინისტრმა, გაიხსენა, რომ 2022 წელს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებულ პროგრამას Grain from Ukraine 30 სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია შეუერთდა, რომლებმაც უკრაინული მარცვლეულის შესაძენად 180 მილიონი დოლარი შეაგროვეს.

მისი ინფორმაციით, უკრაინამ ეთიოპიაში, სომალსა და კენიაში 170 ათასი ტონა საკვები გაგზავნა. მალე ნიგერიაში კიდევ 25 ათასი ტონა გაიგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები