“კიევის გადასაწყვეტია, ჩვენზეა მისი მხარდაჭერა” – სტოლტენბერგი მშვიდობის დამყარებაზე ტერიტორიების დათმობისა და ნატოზე უარის თქმის სანაცვლოდ

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინა გადაწყვეტს, თუ რა პირობები იქნება მისთვის მისაღები რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, ალიანსის პასუხისმგებლობაა  მისი მხარდაჭერა.

ამის შესახებ მან ბრიუსელში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თქვა, არის თუ არა შესაძლებელი უკრაინაში მშვიდობის დამყარება ტერიტორიების დათმობისა და ნატოს წევრობაზე უარის თქმის სანაცვლოდ.

„უკრაინის გადასაწყვეტია, თუ რა იქნება მისთვის მისაღები გზა ამ ომის დასასრულებლად. ჩვენი პასუხისმგებლობაა  მისი მხარდაჭერა, რომ უკრაინელებმა შეძლონ რაც შეიძლება მეტი მიწის გათავისუფლება და მათი საუკეთესო მდგომარეობაში ჩაყენება, თუ ასეთი მოლაპარაკებების დაწყება იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ამავე დროს, მან თქვა, რომ “ვერ ვხედავთ იმის ნიშნებს, რომ პრეზიდენტი პუტინი მშვიდობას გეგმავს, ის უფრო მეტ ომს გეგმავს. რაც ვიცით, არის ის, რომ რაც უფრო მეტ სამხედრო მხარდაჭერას გავუწევთ უკრაინას, მით უფრო ძლიერი იქნება მათი პოზიცია ბრძოლის ველზე და მით უფრო ძლიერი იქნება მათი პოზიციები პოტენციურ მოლაპარაკების მაგიდასთან“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები