“რუსეთი პოლიტიკურად, სამხედრო კუთხით და ეკონომიკურად არის დასუსტებული, უკრაინა კი აგრძელებს ბრძოლას” – სტოლტენბერგი 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – დმიტრო კულება ნატო-უკრაინის საბჭოს პირველ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 29 ნოემბერს გაიმართება.

ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ შეხვედრაზე ალიანსი კიდევ ერთხელ დაადასტურებს უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერას.

ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინის გამო რუსეთმა წელს დიდი დანაკარგი განიცადა.

„უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ნახევარზე მეტი გაათავისუფლა. ამავდროულად, რუსეთი დასუსტებულია პოლიტიკურად, სამხედრო და ეკონომიკურად. უკრაინა აგრძელებს მამაცურად ბრძოლას და ჩვენ ვაგრძელებთ მის მხარდაჭერას“, – აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა ასევე მოუწოდა ირანს, შეწყვიტოს პროირანული ძალების დესტაბილიზაცია ახლო აღმოსავლეთში.

„ერაყსა და სირიაში აშშ-ის პოზიციებზე დრონების და რაკეტების იერიშები ვნახეთ, ასევე, თავდასხმები კომერციულ გემებზე. ეს ესკალაციის რისკს ზრდის“, – თქვა მან და აღნიშნა, რომ ირანმა მათზე გავლენა უნდა მოახდინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები