ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი: ჩეხეთს აღარ აქვს თავისუფალი იარაღი უკრაინისთვის მისაწოდებლად
ჩეხეთს უკვე აღარ აქვს იარაღი საწყობში, რომელიც უკრაინისთვის შეიძლება – გადაეცა, ამიტომ, მთავრობამ ახლა ალტერნატივა მონახა. როგორც Unian-ი წერს, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნოხოვამ განაცხადა.
მისი თქმით, იარაღის მწარმოებელი კომპანიები უკრაინაში თავიანთი პროდუქციის მისაწოდებლად საექსპორტო ლიცენზიას მიიღებენ. კერძოდ, სხვა ქვეყნებთან საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში.