ზელენსკი – ზურაბიშვილს: ჩვენმა ერებმა მოსკოვის აგრესიული პოლიტიკით გამოწვეული ბევრი ტანჯვა გადაიტანეს – ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა ჩვენი თავისუფლება და ხალხი დავიცვათ

“ვაფასებ უკრაინასთან თქვენს სოლიდარობას ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს”, –  ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში.

ზელენსკის თქმით, ორივე ერმა რუსეთისგან ბევრი ტანჯვა გამოიარა.

“ვაფასებ უკრაინასთან თქვენს სოლიდარობას ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს. ჩვენმა ერებმა მოსკოვის აგრესიული პოლიტიკით გამოწვეული ბევრი ტანჯვა გადაიტანეს. ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა ჩვენი თავისუფლება და ჩვენი ხალხი დავიცვათ”, – წერს ზელენსკი.

მანამდე, 25 ნოემბერს, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „სოლიდარობით ვდგავართ უკრაინასთან ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს. ჩვენ პატივს მივაგებთ საბჭოთა რეჟიმის ტერორის მსხვერპლებს. 90 წლის შემდეგ, მჩაგვრელი პრაქტიკისადმი წინააღმდეგობა რჩება ჩვენს საერთო მოვალეობად, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისტორია არ განმეორდება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები