ისრაელი მძევლების მეორე ჯგუფის მისაღებად ემზადება, რომელიც „ჰამასმა“ დღის ბოლომდე უნდა გაათავისუფლოს
ემოციურად დატვირთული დღის შემდეგ, როდესაც „ჰამასმა“ 49 -დღიანი ტყვეობის შემდეგ13 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა – დედები პატარა ბავშვებით და მოხუცი ქალები – ისრაელი მეორე 13 კაციანი ჯგუფის გათავისუფლებისთვის ემზადება, რაც დღეს, დღის ბოლომდე უნდა მოხდეს.
მძევლების გათავისუფლება მოხდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ძალაში პარასკევს დილის 7 საათზე შევიდა. შეთანხმება დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომში 4 -დღიან პაუზას გულისხმობს.
ცალკეული შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა“ 11 უცხოეთის მოქალაქე გაათავისუფლა – 10 ტაილანდელი და ერთი ფილიპინელი.