ბაიდენი: არ გავჩერდებით, სანამ მძევლებს სახლში არ დავაბრუნებთ
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ჰუმანიტარული პაუზა, რომელსაც ის ითხოვდა და რომელიც ძალაში დღეს შევიდა, ორ მიზანს ემსახურება: ღაზაში დახმარების დაჩქარებასა და მძევლების გათავისუფლების ხელშეწყობას.
„ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ არ დავაბრუნებთ მძევლებს სახლში და არ მივიღებთ პასუხს მათ ადგილსამყოფელზე.
ზავი უზრუნველყოფს მნიშვნელოვან შესაძლებლობას ღაზაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საჭირო საკვების, მედიკამენტების, წყლისა და საწვავის მიწოდებისთვის და ჩვენ არცერთ წუთს არ ვკარგავთ“, – ამბობს ბაიდენი.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ასობით სატვირთო მანქანა მზად არის, რომ უახლოეს დღეებში ღაზაში შევიდეს და უდანაშაულო პალესტინელ ხალხს, რომლებიც „ჰამასის“ მიერ გაჩაღებული ომის გამო იტანჯებიან, ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს.