“მინდოდა, ჩემი თვალებით მენახა მომხდარის სისასტიკე” – დევიდ კემერონი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა ისრაელში, ბეერის კიბუცის მონახულების შემდეგ თქვა, რომ სურდა საკუთარი თვალებით ენახა ის სისასტიკე, რაც ადგილობრივებმა 7 ოქტომბერს “ჰამასის” თავდასხმის შედეგად გამოიარეს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უთხრა.

„მინდოდა აქ ჩამოსვლა, რომ ჩემი თვალებით მენახა თავდასხმების საშინელი ბუნება, რომელიც თქვენ 7 ოქტომბერს განიცადეთ“, – თქვა კემერონმა კიბუცში, სადაც 7 ოქტომბერს 130-ზე მეტი ადამიანი სასტიკად აწამეს და მოკლეს.

პოლიტიკოსმა მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეებს მოუწოდა, მოხდეს მძევლების გათავისუფლება და საომარი მოქმედებების დროებითი შეწყვეტა.

”დღეს ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ ამ ჰუმანიტარულ პაუზას. ეს არის შესაძლებლობა, გავათავისუფლოთ მძევლები და მივაწოდოთ დახმარება”, – თქვა პოლიტიკოსმა.

დევიდ კამერონი დღეს ისრაელელ პოლიტიკოსებს და ზოგიერთი მძევლის ოჯახის წევრებს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები