“ევროკავშირში გაწევრიანებაში უკრაინას ბალკანეთთან შედარებით უპირატესობა არ უნდა ჰქონდეს” – ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე შალენბერგმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილების მიღების დროს უკრაინა, ბალკანეთის ქვეყნებთან შედარებით, უპირატეს პოზიციაში არ უნდა იყოს.

როგორც შალენბერგმა Financial Times-ს განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა და ბოსნია და ჰერცეგოვინა ევროკავშირის ორბიტაზე გამაგრდნენ, რუსეთის გავლენის დასაპირისპირებლად.

მისი თქმით, ორივე რეგიონში, როგორც აღმოსავლეთ, ისევე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, სტაბილურობის განმტკიცება მნიშვნელოვანია.

ევროკომისიაში რეკომენდაციის გაწევის დროს განაცხადეს, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან ისინი უნდა დაიწყოს, ხოლო ბოსნიის შემთხვევაში უნდა დაიწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ “მიიღწევა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის საჭირო დონე”.

შალენბერგმა განაცხადა, რომ იქნება „გეოსტრატეგიული კატასტროფა“, თუ კომისია დასავლეთ ბალკანეთს „გამადიდებელი შუშით შეხედავს, ხოლო უკრაინას ვარდისფერი სათვალით“.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა ავსტრია უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ვეტოს დადებას, თუ ბოსნიას ასევე არ მიეცემა მწვანე შუქი, შალენბერგმა თქვა, რომ დისკუსიები “უკვე მიდის სწორი მიმართულებით”.

„ძალიან მწვავე დებატები იქნება და ჩვენ გვინდა, რომ, გეოსტრატეგიული მიზეზების გამო, სიგნალები ორივე მიმართულებით იყოს ერთნაირი“, – განაცხადა მან.

გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ის არის ევროკავშირის ეტაპობრივი გაფართოების მომხრე.

მისი თქმით, თუ ევროკავშირში გაწევრიანებისადმი ძველი მიდგომა შენარჩუნდება, მაშინ „უკრაინა, სავარაუდოდ, მისი ნაწილი ვერასდროს გახდება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები