უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ირაკლი ქურციკიძე სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ირაკლი ქურციკიძე სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს. ის საომარი მოქმედებების დროს, 10 ნოემბერს დაიღუპა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და ახლობლები იმყოფებოდნენ.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ირაკლი ქურციკიძე ოკუპანტებთან შეტევითი ოპერაციის დროს სამხედრო ტექნიკის აფეთქებას ემსხვერპლა. დაღუპული მებრძოლი რუსთავში თავის საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს და შაბათს დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები