ორბანი იმუქრება, რომ უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაბლოკავს

უნგრეთის პრემიერ მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაბლოკვით იმუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილობით მიმართა, სადაც ამტკიცებს, რომ 8 ნოემბერს ევროკომისიის მიერ რეკომენდირებული ოფიციალური კანდიდატურა არ უნდა იყოს მოწონებული ევროკავშირის ლიდერების მიერ.

„ევროპული საბჭო არ არის იმ პოზიციაზე, რომ … შეთანხმდეს გაფართოების პროცესის მომავალზე, თუ არ იქნება კონსენსუსი უკრაინის მიმართ ჩვენს მომავალ სტრატეგიაზე“, – ნათქვამია უნგრეთის მთავრობის მეთაურის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები