მაკა ბოჭორიშვილი: ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება, რომ ჩვენი, შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლის ფუნქცია სათანადოდ იყოს განხორციელებული

ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სწორედ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება იმისათვის, რომ ჩვენი, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლის ფუნქცია სათანადოდ იყოს განხორციელებული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავის 2-ის“ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეს არის ის რეგიონი, რომელიც ერთგვარად განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და ძალიან მნიშვნელოვანია მათთან ურთიერთობები.

„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სწორედ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება იმისათვის, რომ ჩვენი, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლის ფუნქცია სათანადოდ იყოს განხორციელებული.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობები უშუალო მეზობლებთან. საუბარია თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობებზე – სამივე ქვეყანასთან საქართველოს აქვს ძალიან კარგი, სტრატეგიულ დონეზე აყვანილი ურთიერთობები. ამის შემდეგ იწყება უფრო ფართო რეგიონი და ეს აღმოსავლეთით არის ცენტრალური აზია და ცენტრალური აზიის ქვეყნები“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები