დიდი ბრიტანეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ ირანზე აშშ-ის თავდასხმის შემდეგ მსოფლიო უფრო უსაფრთხო არ გამხდარა
დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ მსოფლიო დღეს უფრო უსაფრთხო არ გამხდარა, ვიდრე აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმამდე იყო. ბრიტანელი მინისტრის განცხადებას Bloomberg-ი ციტირებს
როგორც რეიჩელ რივზმა აღნიშნა, ირანის რეჟიმთან მოლაპარაკებების გაგრძელების ნაცვლად ომის დაწყება „შეცდომა“ იყო.
„ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში არ ყოფილა ნათელი, თუ რა არის ამ კონფლიქტის ზუსტი მიზანი. დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ კონფლიქტმა მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად აქცია“, – განაცხადა მან CNBC-ის ღონისძიებაზე, რომელიც ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის გაზაფხულის შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.