ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ირანსა და ლიბანში ომთან დაკავშირებით „მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის“.
როგორც ნეთანიაჰუ ვიდეო მიმართვაში აღნიშნავს, ისრაელი სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას მთავარი დასაყრდენის“ განადგურების ზღვარზეა.
პრემიერ-მინისტრი ადასტურებს, რომ მან ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) სთხოვა, ამ ტერიტორიაზე „გააგრძელონ უსაფრთხოების ზონის დაცვა“ და „გააფართოვონ ის აღმოსავლეთისკენ“.
ნეთანიაჰუ ასევე ამბობს, რომ ისრაელის მიზნები ომში კვლავ ემთხვევა შეერთებული შტატების მიზნებს.
„ჯერ კიდევ ნაადრევია იმის თქმა, თუ როგორ დასრულდება ეს ან თუნდაც როგორ განვითარდება მოვლენები. იმის გათვალისწინებით, რომ საბრძოლო მოქმედებები შეიძლება განახლდეს, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის“, – განაცხადა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.