Bloomberg: აშშ და ირანი ცეცხლის შეწყვეტის ორი კვირით გახანგრძლივებას განიხილავენ

აშშ და ირანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების კიდევ ორი ​​კვირით გახანგრძლივებას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მეომარ მხარეებს შორის შუამავლები ცდილობენ ტექნიკური მოლაპარაკებების დაწყებას ყველაზე საკამათო საკითხების გადასაჭრელად“, – განაცხადა პირმა ანონიმურობის დაცვით.

წყაროს ცნობით, ეს საკითხები მოიცავს ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას და ირანის მიერ ურანის გამდიდრებას.

როგორც მან აღნიშნა, წარმატების შემთხვევაში ამ მოლაპარაკებებმა შესაძლოა გზა გახსნან მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდამდე, რომელშიც ორი ქვეყნის მაღალჩინოსნები მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები