HRW: ჩინეთმა ქვეყნის ჩრდილოეთით ასობით მეჩეთი დაანგრია და დახურა

ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოეთით, ნინსიას და განსუს პროვინციებში ასობით მეჩეთი დახურა.

ამის შესახებ Human Rights Watch-ის (HRW) ახალ ანგარიშშია ნათქვამი.

ამ რეგიონებში, ​სინძიანის პროვინციის შემდეგ, ყველაზე მერი მუსლიმი ცხოვრობს. ჩინეთში, დაახლოებით, 20 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს.

ორგანიზაციის ჩინეთის საქმეთა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ვონგმა განაცხადა, რომ „მეჩეთების დახურვა, დანგრევა და გადაკეთება წარმოადგენს ისლამის შეზღუდვის სისტემური მცდელობის ნაწილი“.

ჩინეთის ხელისუფლება “მეჩეთების კონსოლიდირების” პოლიტიკის შესახებ საუბრობენ, რასაც Human Rights Watch-ი რელიგიური თავისუფლების უფლებების დარღვევას უწოდებს.

ნინსიას რეგიონში 2019 წლიდან 2021 წლამდე შვიდი მეჩეთიდან გუმბათები და მინარეთი ამოიღეს. ოთხმა მეჩეთმა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა: სამი ძირითადი შენობა მთლიანად დაინგრა, მეორეს კი დაზიანებული ჰქონდა დარბაზი.

2020 წლიდან რეგიონში, დაახლოებით, 1,300 მეჩეთი დაიხურა ან გადაკეთდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები