“შოკისმომგვრელია” – პუტინმა G20-ის ონლაინ სამიტზე ისრაელის და უკრაინის ომზე ისაუბრა
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი G20-ის ონლაინ სამიტში, რომელსაც ჩინეთის და აშშ-ის ლიდერები არ ესწრებიან, სიტყვით გამოვიდა.
სხვა საკითხებთან ერთად, მან ყურადღება გაამახვილა მსოფლიო ლიდერების შეშფოთებაზე ისრაელსა და უკრაინაში მიმდინარე ომების მიმართ.
მისი თქმით, “ზოგიერთმა კოლეგამ განაცხადა, რომ შოკირებულია რუსეთის მიმდინარე აგრესიით უკრაინაში“.
”მე მესმის, რომ ომი, სიცოცხლეების დაკარგვა, შეუძლებელია – შოკში არ ჩაგაგდოს. 2014 წელს სისხლიანი გადატრიალება უკრაინაში, რასაც დონბასში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ კიევის რეჟიმის ომი მოჰყვა? ეს არ არის შოკისმომგვრელი? პალესტინაში და დღეს, ღაზას სექტორში, მშვიდობიანი მოსახლეობის ამოხოცვა არ არის შოკისმომგვრელი? და ის, რომ ექიმებს უწევთ ბავშვებისთვის ოპერაციების გაკეთება, მუცლის ღრუს ოპერაციების გაკეთება და ბავშვის სხეულზე სკალპელით მოქმედება ანესთეზიის გარეშე – ეს არ არის შოკისმომგვრელი? ის, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ღაზა ბავშვთა უზარმაზარ სასაფლაოდ გადაიქცა – ეს არ არის შოკისმომგვრელი?”, – თქვა მან.
პუტინის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ “უარი თქვა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, ბრძანებულებით აკრძალა, მაშინ როდესაც რუსეთი მათზე უარი არასდროს უთქვამს”.