სი ძინპინი და ჯო ბაიდენი G20-ის დღევანდელ სამიტს გამოტოვებენ, ვლადიმერ პუტინი კი მასში მონაწილეობას მიიღებს

ინდოეთის პრემიერმინისტრი, ნარენდრა მოდი დღეს, 22 ნოემბერს G20-ის ლიდერთა ვირტუალურ სამიტს უმასპინძლებს.

Bloomberg წერს, რომ შეხვედრას ჩინეთის და აშშ-ის ლიდერები გამოტოვებენ – მაშინ, როდესაც ღონისძიებაში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიიღებს მონაწილეობას.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სი ძინპინის ნაცვლად სამიტში სახელმწიფო საბჭოს პრემიერი – ლი ციანი მიიღებს მონაწილეობას.

21 ნოემბერს ნარენდრა მოდიმ განვითარებადი ეკონომიკის ლიდერების ვირტუალური სამიტი გამოტოვა, რომელშიც სი ძინპინი მონაწილეობდა.

შეხვედრაზე ისრაელსა და “ჰამასს” შორის კონფლიქტი განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები