“ჰამასში” აცხადებენ, რომ ისრაელთან მიღწეული შეთანხმება ძალაში 23 ნოემბრის 10:00 საათიდან შევა

“ჰამასის” ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუსა აბუ მარზუკმა განაცხადა, რომ ისრაელთან დროებითი ზავი ძალაში ხვალ, 23 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე შევა.

ამის შესახებ მან Al-Jazeera-სთან ინტერვიუში თქვა.

აბუ მარზუკი ამბობს, რომ მძევლების უმეტესობას, რომელიც უნდა გათავისუფლდეს, უცხო ქვეყნის მოქალაქეობა აქვს. თუმცა, ის არ აკონკრეტებს, გააჩნიათ თუ არა მათ ისრაელის მოქალაქეობაც.

ისრაელმა გამოაცხადა, რომ ყველა გათავისუფლებული იქნება ისრაელის მოქალაქე ან რეზიდენტი.

ზავის ძალაში მოყვანის შესახებ ინფორმაცია ისრაელში ჯერ არ დაუდასტურებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები