“საშიშ პრეცედენტს ქმნის” – ისრაელში “ჰამასთან” დადებული შეთანხმება გააკრიტიკეს
ისრაელის ნაციონალისტური პარტიის – Otzma Yehudit-ის (“ებრაული ძალა”) ლიდერმა, ბენ გვირმა “ჰამასთან” მიღწეულ შეთანხმებას უწოდა “საშიში პრეცედენტი, რომელიც წარსულ შეცდომებს იმეორებს”, რადგან, შეთანხმების მიხედვით, მეტი პალესტინელი პატიმარი უნდა გათავისუფლდეს.
ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებას აქვს გარკვეული უპირატესობა, “ჩვენ გვაქვს მორალური ვალდებულება, ყველა მათგანი გავათავისუფლოთ. ჩვენ არ გვაქვს არც უფლება და არც ნებართვა, დავთანხმდეთ მათი გაყოფისა და მხოლოდ ზოგიერთის დაბრუნების იდეაზე“.
მან გააკრიტიკა შეთანხმება იმის გამო, ის ვერ უზრუნველყოფს ყველა ქალის და ბავშვის გათავისუფლებას და ის “ამორალური, ალოგიკური და საკმარისისგან შორს მყოფია”.
“ამ ზავის მიღწევა ყველაზე მეტად “ჰამასს” უნდოდა. პირველ ეტაპზე, მას უნდოდა ქალების და ბავშვების „მოშორება“, საერთაშორისო ზეწოლის შესამცირებლად. სანაცვლოდ, “ჰამასს” სურდა საწვავი, ტერორისტების გათავისუფლება, IDF-ის ქმედების შეწყვეტა და ღაზას თავზე სადაზვერვო ფრენების აკრძალვაც კი. მათ ეს ყველაფერი მიიღეს”, – თქვა ბენ-გვირმა.
პოლიტიკოსმა IDF-ის სამხედრო მოქმედებების გაძლიერებისკენ მოუწოდა, რათა აიძულონ “ჰამასი” მძევლების ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე დათანხმდეს.
მისი თქმით, მისი პარტიის მინისტრებმა ხმა მისცეს შეთანხმების ამჟამინდელ ვერსიას “გარკვეული ყოყმანით” და აღიარეს, რომ იმ დროისთვის ყველა ვარიანტი “იყო ცუდი”.