ლევან მაჭავარიანი – გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის არგანახლებაზე: თუ გერმანიის მხარეს ჰგონია, რომ ამით ჩვენ რამეს დაგვაკლებენ, ძალიან ცდებიან
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მონაცემების არგანახლებას კიდევ ერთხელ აფასებს.
„თუ გერმანიის მხარეს ჰგონია, რომ ამით ჩვენ რამეს დაგვაკლებენ, ძალიან ცდებიან. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ უზნეო დამოკიდებულებაზე, რომელსაც იჩენს მათი ელჩი და ამ შემთხვევაში უკვე გერმანიის მთავრობა. იყვნენ ამ აბსურდის თეატრში და მერე ნუ გაუკვირდებათ, რომ თავადვე აყენებენ სერიოზულ ზიანს ჩვენი მოქალაქეების თვალში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე საქართველოს პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად კვლავ ილია დარჩიაშვილია მოხსენიებული.