ლევან მაჭავარიანი – “შრომითი მიგრაციის კანონზე”: ჩვენ ძალიან ქმედითად ვებრძვით არალეგალურ მიგრაციას, გავამკაცრეთ კანონები ძალიან ბევრი მიმართულებით

“ჩვენ ძალიან ქმედითად ვებრძვით არალეგალურ მიგრაციას, გავამკაცრეთ კანონები ძალიან ბევრი მიმართულებით,”- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა “შრომითი მიგრაციის შესახებ” კანონზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბიზნესს არ უნდა შეექმნას პრობლემა, ვინაიდან არის ისეთი ტიპის დეფიციტური პოზიციები, რომლის შევსებაც ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ქართველი მუშახელით ვერ ხორციელდება.

“ჩვენ ძალიან ქმედითად ვებრძვით არალეგალურ მიგრაციას, გავამკაცრეთ კანონები ძალიან ბევრი მიმართულებით. ამ შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ დავაზუსტეთ რაღაც ჩანაწერები იქიდან გამომდინარე, რომ მოქნილი იყოს ბიზნესი და ბიზნესს არ შეექმნას პრობლემა, ვინაიდან არის ისეთი ტიპის დეფიციტური პოზიციები, რომლის შევსებაც ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ჩვენი ქართველი მუშახელით ვერ ხორციელდება და შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესს მივცეთ მოქნილობის საშუალება, ეს ცვლილებები შევიტანეთ სწორედ ამიტომ”, – განმარტავს ლევან მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, “შრომითი მიგრაციის შესახებ” კანონში ცვლილებები დამტკიცებულია – მესამე მოსმენით სიახლე საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით მიიღო.

ამიერიდან, გარკვეული კატეგორიის უცხოელებს, მუშაობისთვის ბინადრობის ნებართვა აღარ დასჭირდებათ. შეღავათი ეხება მათ, ვინც საქართველოში მოკლევადიან პროექტებს ახორციელებს, დისტანციურად მუშაობს ან სახელმწიფო საწარმოებშია დასაქმებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები