გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, პროექტ „სერტუსის“ ფარგლებში, ინგლისური ენის გამოცდაზე აპლიკანტთა რეგისტრაცია დაიწყო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, პროექტ „სერტუსის“ ფარგლებში, ინგლისური ენის გამოცდაზე აპლიკანტთა რეგისტრაცია დაიწყო.

ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცენტრი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, სამსახურის მაძიებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასებისა და შესაბამისი სერტიფიკატის უმოკლეს ვადაში მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.

“გამოცდაზე რეგისტრაცია ვებგვერდზე – www.naec.ge 20 აპრილის 09:00 საათამდე გაგრძელდება, ტესტირება კი 22 აპრილს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება.

„სერტუსი“ წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელ ელექტრონულ გამოცდას, რომელიც შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს და ენის ფლობის დონეს საერთო ევროპული ჩარჩოს (CEFR) შესაბამისად განსაზღვრავს.

სერტიფიკატის მოქმედების ვადა 3 წელია.

„სერტუსის“ სერტიფიკატი აღიარებულია საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტისა და დამსაქმებლის მიერ.

რეგისტრაციისა და გამოცდის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს – www.naec.ge“, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები