მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა – მწყემსი დაჯარიმდა

მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 40-ზე მეტი ცხვარი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი საქართველო-სომხეთის სარკინიგზო გზაზე მოხდა.

როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მწყემსი ადმინისტრაციული წესით, 127-ე მუხლით დაჯარიმდა, რაც ქვეითად მოსიარულის ან საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილის მიერ მოძრაობის წესების დარღვევას, აგრეთვე საავტომობილო გზის გასწვრივ პირუტყვის ძოვების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები