გერმანია უკრაინას 1,3 მილიარდი ევროს ღირებულების ახალ სამხედრო პაკეტს გადასცემს

გერმანია უკრაინას 1,3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.

ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა კიევში უკრაინელ კოლეგა რუსტემ უმეროვთან შეხვედრაზე განაცხადა, – წერს Tagesschau.

პაკეტში, მათ შორის, შედის: IRIS-T-SLM-ის ოთხი დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემა; 20 ათასი 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალა და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება.

“ეს არის გასული ზამთრიდან უკვე მეხუთე პაკეტი და დარწმუნებული ვარ, რომ ის დაგეხმარებათ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში”, – განაცხადა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის IRIS-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მესამე ტრანში, რომლის მიწოდებას გერმანია უკრაინას ომის დაწყებიდან დაჰპირდა. პირველი ტრანშიდან სამი სისტემა უკვე მიწოდებულია, მეოთხე კი ზამთარში უნდა ჩამოვიდეს. მეორე ტრანშის ოთხი სისტემის მიწოდება მოხერხდება 2024 წელს, ხოლო მესამის – 2025 წელს.

უკრაინისთვის შორი მანძილის Taurus-ის რაკეტების გადაცემის შესახებ დასმულ კითხვაზე, პისტორიუსმა თქვა, რომ „Taurus-ის შესახებ ახალი ინფორმაცია არ არსებობს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები