“თუ სამხედროს პოლიტიკა მოუნდა, დაე, დაკავდეს პოლიტიკით, ოღონდ შემდეგ ომში ვერ ჩაერთვება” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ საომარი მოქმედებების დროს სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, გენერალი ვალერი ზალუჟნი პოლიტიკაში არ უნდა მონაწილეობდეს, რადგან ამან შესაძლოა, ერის ერთიანობა შეარყიოს.
ამის შესახებ მან The Sun-თან ინტერვიუში განაცხადა.
„თუ სამხედროს პოლიტიკა მოუნდა, და ამის უფლება მას აქვს, დაე, დაკავდეს პოლიტიკით, ოღონდ შემდეგ ომში ვერ ჩაერთვება. თუ აწარმოებ ომს და ამ დროს ფიქრობ, რომ ხვალ პოლიტიკაში წახვალ, ან არჩევნებში კენჭს იყრი, მაშინ ბრძოლის ველზე და სიტყვებით, შენ უკვე პოლიტიკოსივით მოიქცევი, და არა როგორც სამხედრო, რითაც ვფიქრობ, დიდ შეცდომას დაუშვებ”,- თქვა მან.
მან ასევე ხაზი გაუსვა სამხედრო გარემოში იერარქიის გაგების მნიშვნელობას.
„გენერალ ზალუჟნისა და ყველა მეთაურის მიმართ, რომლებიც ბრძოლის ველზე არიან, პატივისცემის მიუხედავად, არსებობს იერარქიის აბსოლუტური გაგება და მორჩა, არ შეიძლება – იყოს ორი, სამი, ოთხი, ხუთი”, – თქვა უკრაინის ლიდერმა.