“მომავალი, რომლისთვისაც “მაიდანი” იბრძოდა, დაიწყო” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინელ ხალხს ღირსებისა და თავისუფლების დღე მიულოცა.

ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა.

“ღირსების ათი წელი. სიამაყის ათი წელი. თავისუფლებისკენ სწრაფვის ათი წელი. ევრომაიდანის ნოემბრის ცივმა ღამეებმა ევროპა სამუდამოდ შეცვალა. მთელი ქვეყანა გამოვიდა ქუჩებში და ერთხმად ალაპარაკდა. თქვენ თქვით: უკრაინა ევროპას ეკუთვნის და ჩვენი მომავალი თქვენთანაა“, – თქვა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, უკრაინის მოსახლეობა მხრებზე ევროპულ დროშებს ატარებდა, სნაიპერებს და სპეცრაზმს დაუპირისპირდა.

“თქვენ გადაწყვიტეთ, იყოთ საკუთარი მომავლის ბატონები. დღეს, როგორც არასდროს, ცხადია: უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. მომავალი, რომლისთვისაც მეიდანი იბრძოდა, ბოლოს და ბოლოს, დაიწყო. დიდება უკრაინას! დიდება ევროპას!” – დაწერა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები