“ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინის ვარსკვლავი ევროკავშირის დროშაზე ანათებდეს” – ზელენსკი

Ukrainian President Volodymyr Zelensky addresses the 78th United Nations General Assembly at UN headquarters in New York City on September 19, 2023. (Photo by Ed JONES / AFP) (Photo by ED JONES/AFP via Getty Images)

“მაიდანის”(ღირსებისა და თავისუფლების დღე) მეათე წლისთავზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას მიმართა.

მისი თქმით, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უკრაინის ძალისხმევა სრულფასოვანი წევრობით უნდა დასრულდეს.

ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინელებმა უკან მოიტოვეს „გზის გრძელი მონაკვეთი”.

„დღეს ჩემ უკან უკრაინისა და ევროკავშირის დროშებია და დღეს ჩვენ გვაქვს უფლება, ვთქვათ: ეს არ არის მხოლოდ მოედნის მორთვა, დეკორაცია, ფიქცია, არამედ უკრაინის ევროპისგან განუყოფლობის ნამდვილი სიმბოლოა, უფლება, რომელსაც უკრაინელი ერი და უკრაინული სახელმწიფო ამტკიცებს მთელი ამ ხნის განმავლობაში.

ყოველწლიურად, ეტაპობრივად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ევროკავშირის დროშაზე ვარსკვლავების წრეში, რომელიც ევროპის ხალხთა ერთობის სიმბოლოა, ჩვენი ვარსკვლავი ანათებდეს. უკრაინის ვარსკვლავი“, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა დასძინა, რომ “20 წლის წინ ევროკავშირში გაწევრიანება რომანტიკული ოცნება იყო, 10 წლის წინ – ეს იყო ამბიციური მიზანი, დღეს კი – რეალობაა, რომელშიც ჩვენი წინსვლის და ყველა სავალდებულო ეტაპის გადალახვის შეჩერება შეუძლებელია“.

„ამიტომ, ჩვენი კანდიდატის სტატუსი და შემდგომი გაწევრიანების მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, უნდა დასრულდეს უკრაინის ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობით. ჩვენ ამას ვაკეთებთ ომის მიუხედავად, როცა ჩვენი ხალხი საკუთარ თავს და ევროპასაც იცავს. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ღირსება და არ დავუშვებთ, თავისუფლება წაგვართვან, რადგან ჩვენ უნდა დავიცვათ თავისუფლება, რათა არ დავკარგოთ ღირსება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები