”ეს კინო არ არის, ყველაფერი ისე სწრაფად არ დასრულდება, როგორც ვისურვებდით” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ომის სწრაფი დასრულება არ არის მოსალოდნელი.
ამის შესახებ მან Fox Corporation-ის აღმასრულებელ დირექტორ ლაჩლან მერდოკთან, Fox News-ის ჟურნალისტთან ბენჯამინ ჰოლსა და Sun-ის ჟურნალისტთან – ჯერომ სტარკისთან შეხვედრაზე თქვა.
„ადამიანები ამას, რატომღაც, როგორც კინოს – ისე უყურებენ და ელოდებიან, რომ მოვლენებში ხანგრძლივი პაუზები არ იქნება, რომ მათ თვალწინ სურათი ყოველთვის შეიცვლება, რომ ყოველ დღე იქნება სიურპრიზები. მაგრამ ჩვენთვის, ჩვენი ჯარისკაცებისთვის ეს კინო არ არის. ეს ჩვენი ცხოვრებაა. ეს ყოველდღიური მძიმე შრომაა და ყველაფერი ისე სწრაფად არ დასრულდება, როგორც ვისურვებდით, მაგრამ დანებების უფლება არ გვაქვს”, – თქვა მან.