“ჰამასის” კიდევ სამი მეთაურია ლიკვიდირებული – ისრაელის არმია ღაზაში ბრძოლებს აგრძელებს
ღაზას სექტორში ისრაელის თავდაცვის არმიის სახმელეთო ოპერაცია გრძელდება.
როგორც არმიის განცხადებაშია ნათქვამი, საომარი მოქმედებების შედეგად, “ჰამასის” კიდევ სამი მეთაურია ლიკვიდირებული.
ასევე აღნიშნულია, რომ, სახმელეთო ოპერაციის შედეგად, სამხედროები ანკლავში იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის გამოვლენას აგრძელებენ.
განადგურებულია “ჰამასის” კიდევ ერთი ჯგუფი.