“სამხრეთ კავკასია უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას” – დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი კავკასიას ეწვევა

ევროპის რეგიონის საკითხებში ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი, ლეო დოჩერტი 20 ნოემბერს სამხრეთ კავკასიას ვიზიტით ეწვევა.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში​, დოჩერტი განიხილავს ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს და ხაზს გაუსვამს ქვეყნებს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გადაუდებელ აუცილებლობას, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად.

„სამხრეთ კავკასია უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. არამდგრად რეგიონში დიდი ბრიტანეთი არის საიმედო პარტნიორი რეფორმებში, მშვიდობასა და სტაბილურობის შენარჩუნებაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები