“მნიშვნელოვანი მესიჯით ჩამოვედი” – ლოიდ ოსტინი კიევშია

შეერთებული შტატების მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელების შესახებ არსებული შეშფოთების ფონზე, კიევში პენტაგონის ხელმძღვანელი – ლოიდ ოსტინი ჩავიდა.

როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, უკრაინის დედაქალაქში აშშ-ის მთავრობისგან მნიშვნელოვანი მესიჯით ჩავიდა.

“ახლახან კიევში უკრაინელ ლიდერებთან შესახვედრად ჩამოვედი. დღეს აქ ვარ მნიშვნელოვანი გზავნილის გადასაცემად – შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლაში როგორც ახლა, ასევე, მომავალში”, – დაწერა ლოიდ ოსტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები