ევროკავშირი სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის ვარიანტებს შეისწავლის
ევროკავშირი სომხეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ვარიანტების შესასწავლად ემზადება.
ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სპიკერმა, პიტერ სტანომ Armenpress-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ევროკავშირმა ოქტომბერში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის დროს ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ სომხეთის შემდგომი მხარდაჭერისა და სომხეთთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად გზების მოძებნა გვსურს. შემდეგ გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების დისკუსია და მათ განაცხადეს, რომ ერთ-ერთი გზა არის სავიზო ლიბერალიზაცია. ამრიგად, ჩვენ ვაპირებთ სომხეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ვარიანტების შესწავლას”, – აღნიშნა სპიკერმა.
სტანოს თქმით, ვიზალიბერალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ის ხელშესახები და თვალსაჩინოა ხალხისთვის, მაგრამ მას ყველა წევრი ქვეყანა უნდა დაეთანხმოს.
„ასევე, არის ამოცანები, რომლებიც უნდა შეასრულოს პარტნიორმა ქვეყანამ, ამ შემთხვევაში – სომხეთმა“, – განაცხადა მან.
თავის მხრივ, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარუირ ხოჰანისიანმა განაცხადა, რომ ერევანი შესაძლებლად მიიჩნევს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს თვეებში.