“მაიდან 3” – ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში გადატრიალებას ამზადებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინულ საზოგადოებაში განხეთქილების დათესვას ქვეყანაში „ქაოსის“ შექმნით ცდილობს.
ამის შესახებ მან Bloomberg-ისთვის კომენტარში თქვა.
„ჩვენს დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომელიც ასევე ჩვენი პარტნიორებისგან შემოვიდა“, – თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთის ახალ დეზინფორმაციულ გეგმას აქვს კოდური სახელწოდება -„მაიდანი 3“.
“მაიდანი მათთვის გადატრიალებაა, ამიტომ გასაგებია ოპერაციის სახელწოდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ კიევი გაყინულ კონფლიქტს არ დათანხმდება.