ღაზაში “ჰამასის” ტყვეობაში მყოფმა ქალმა იმშობიარა
ისრაელის პრემიერმინისტრის მეუღლემ, სარა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზაში “ჰამასის” ტყვეობაში მყოფმა ერთ-ერთმა ქალმა იმშობიარა.
ამის შესახებ სარა ნეთანიაჰუს წერილშია ნათქვამი, რომელიც ისრაელის პრემიერის კანცელარიამ გაავრცელა.
“ერთ-ერთი გატაცებული ქალი ორსულად იყო. მან ბავშვი “ჰამასის” ტყვეობაში გააჩინა. თქვენ შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რას განიცდის ახალგაზრდა დედის გონება, როდესაც მას ჩვილთან ერთად ეს მკვლელები აკავებენ”, – წერს სარა ნეთანიაჰუ.