ხაშურში 500 მოსწავლეზე გათვლილი N4 სკოლის მშენებლობა იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. მომსახურების გაწევის და სამუშაოების შესრულების საერთო ვადად 27 თვე განისაზღვრა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 500 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით უნდა მოეწყოს საკლასო და რესურს ოთახები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კაბინეტი, სამეცნიერო ლაბორატორია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სივრცე და მუსიკის ოთახი.