ევროკავშირმა უკრაინის დაფინანსება გაზარდა და რუსეთისთვის სანქციები გაამკაცრა
ევროკავშირმა უკრაინის მხარდასაჭერად, დაახლოებით, 90 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც სესხის სახით გაიცემა.
შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი.
ამავე დროს, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტიც დაამტკიცა, რომელიც ენერგეტიკის, ფინანსური და სხვა სექტორების მიმართ დამატებით შეზღუდვებს ითვალისწინებს.
მედიის ინფორმაციით, შეთანხმება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც უნგრეთმა საკუთარი ვეტო მოხსნა.
მიღებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს უკრაინის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას და რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებას.