ცხოველებთან ერთად მგზავრობა უფრო გართულდა: ცხოველების ტრანსპორტირების ევროკავშირის რეგულაციები შეიცვალა

შინაური ცხოველების ტრანსპორტირების წესებში ცვლილებებმა პატრონებში უკმაყოფილების ტალღა გამოიწვია,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

მედიის თანახმად, ახალმა მოთხოვნებმა არა მხოლოდ გაართულა მგზავრობის პროცესი, არამედ მნიშვნელოვნად გაზარდა ფინანსური ტვირთი მათთვის, ვინც შინაურ ცხოველებთან ერთად მოგზაურობას გეგმავს.

ახლა, საზღვარგარეთ თითოეული მოგზაურობისთვის შინაური ცხოველის ჯანმრთელობის მოწმობაა საჭირო. ეს ნიშნავს, რომ შინაური ცხოველების ჩვეულებრივმა პატრონებმაც კი ყოველ ჯერზე ხელახლა უნდა გაიარონ მთელი პროცესი, მათ შორის ვეტერინარული ვიზიტები და დოკუმენტაცია.

გარდა ამისა, ახალმა წესებმა გაზარდა მგზავრობის ღირებულება, რადგან სერტიფიკატები გაიცემა თითოეული მოგზაურობისთვის ცალ-ცალკე. როგორც მედია აღნიშნავს, ეს ცხოველებთან ერთად მგზავრობას ნაკლებად ხელმისაწვდომს ხდის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ხშირად კვეთს საზღვრებს.

ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის სააგენტომ (APHA) აღნიშნა, რომ მფლობელები პასუხისმგებელნი არიან სამთავრობო პორტალზე მიმდინარე მოთხოვნების შემოწმებაზე და მოგზაურობამდე დანიშნულების ქვეყნის რეგულაციების გათვალისწინებაზე.

განახლებული ინსტრუქციების თანახმად, ევროკავშირის შინაური ცხოველების პასპორტები ახლა მხოლოდ ევროკავშირის ფარგლებში მუდმივად მცხოვრებ პირებზეა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები