“რუსეთი კასპიის ზღვის ჰიდრომეტეოროლოგიის საკოორდინაციო კომიტეტის (CASPCOM) ფარგლებში კლიმატის სამუშაო ჯგუფის მუშაობის გაააქტიურებს გეგმავს, რათა მომზადდეს წყლის დონის 50-წლიანი პროგნოზი”,- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, დიმიტრი ტეტენკინმა განაცხადა.
„ჩვენ ვთავაზობთ CASPCOM-ის ფარგლებში შექმნილი კლიმატის სამუშაო ჯგუფის მუშაობის გააქტიურებას, რომელსაც ექსპერტების დონეზე შეუძლია მოამზადოს კასპიის ზღვის დონის გრძელვადიანი (ჩვენი აზრით, 50 წლამდე) პროგნოზების შეფასება. ჩვენ მოვუწოდებთ კასპიის ზღვის ქვეყნებს, გააერთიანონ ძალები ზღვის დონის რყევების შედეგების შესამცირებლად, ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებების მისაღებად და CASPCOM-ს გლობალური მხარდაჭერა გაუწიონ 2026 წელს თურქმენეთში კომიტეტის 30-ე სესიაზე“, – განაცხადა მან.
ტეტენკინმა დასძინა, რომ აუცილებელია ხუთმხრივი თანამშრომლობის მექანიზმის ამოქმედება ზღვის დონის რყევების შესწავლის ერთობლივი სამეცნიერო მიდგომების შესამუშავებლად.
მან აღნიშნა, რომ 1994 წელს შექმნილი CASPCOM მექანიზმი წარმოადგენს უნიკალურ საინფორმაციო რესურსს, რომლის პოტენციალი ჯერ კიდევ სრულად არ არის რეალიზებული.
CASPCOM კასპიის ქვეყნების: აზერბაიჯანის, ირანის, ყაზახეთის, რუსეთისა და თურქმენეთის ეროვნული ჰიდრომეტეოროლოგიური სააგენტოების მიერ შეიქმნა.