ისრაელის არმიამ “აშ-შიფას” საავადმყოფოს შენობების შემოწმება განაახლა
ისრაელის ჯარისკაცებმა ღაზაში “ალ-შიფას” საავადმყოფოს შენობების ჩხრეკა განაახლეს.
ამავდროულად, “ჰამასის” მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის დაჯავშნილმა ბულდოზერებმა საავადმყოფოს „სამხრეთის შესასვლელის ნაწილი გაანადგურეს“.
ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) საავადმყოფოში გუშინ შევიდნენ და განაცხადეს, რომ საავადმყოფოში “ჰამასის” წინააღმდეგ “ზუსტ და მიზანმიმართულ” ოპერაციას ახორციელებენ.