ლატვიის ყოფილ პრემიერს კერძო ფრენებზე დახარჯული თანხების გამო აკრიტიკებენ
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმინისტრმა, კრიშიანის კარინშიმ უპასუხა კრიტიკას, რომელიც დაკავშირებულია მისი პრემიერობის დროს კერძო ფრენებზე დაკავშირებულ თანხებზე.
ამის შესახებ Delfi წერს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ 2021 წლიდან 2023 წლის სექტემბრამდე კრიშიანისის დელეგაციებისთვის სპეციალური რეისები სახელმწიფო ბიუჯეტს 613 830 ევრო დაუჯდა.
ყოფილი პრემიერი კრიტიკას არ ეთანხმება.
“არ ვეთანხმები. ვფიქრობ, პრემიერმინისტრი უნდა იჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან იქ, სადაც ისინი ტარდება. მოგზაურობა მხოლოდ რიგიდან სხვა ადგილებში მოხვედრის საშუალებაა”, – თქვა მან.
მინისტრმა დასძინა, რომ მოუწოდებს ამჟამინდელ პრემიერმინისტრს, ევიკა სილინას, საჭიროების შემთხვევაში ასეთი ფრენები გამოიყენოს.
კარინშმა განმარტა, რომ პრემიერმინისტრი ერთადერთი თანამდებობის პირია, რომლის შეცვლაც შეუძლებელია.
„თუ პრემიერმინისტრი არ იქნება, ვერავინ შეცვლის მას მოლაპარაკებებში“, – აღნიშნა მან.
ამჟამინდელ თანამდებობაზე მსგავსი ფრენების გამოყენებაზე საუბრისას, მინისტრმა თქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში სპეციალური რეისების გამოყენება შეუძლებელია.