ნიცაში პლაჟზე მოწევა აიკრძალება

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში 2024 წლის ზაფხულის სეზონისთვის ყველა პლაჟზე მოწევა იქნება აკრძალული.

ამის შესახებ Le Figaro წერს.

ქალაქის მერის, კრისტიან ესტროზის თქმით, სიგარეტის ნამწვი „დაბინძურების ძირითადი წყაროა“ და, შესაბამისად, საფრთხეს უქმნის სანაპირო ზოლს.

მან აღნიშნა, რომ 2024 წლის ზაფხულისთვის ნიცას ყველა პლაჟი გახდება „მოწევისგან თავისუფალი“.

„ორი მიზანი მაქვს: დავიცვა ნიცის მოსახლეობის ჯანმრთელობა და გარემოს დაცვა“, – განმარტა მერმა.

მან აღნიშნა, რომ ყოველწლიურად საფრანგეთის სიდიდით მეხუთე ქალაქის ქუჩებში 150 მილიონი სიგარეტის ნამწვი იყრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები